დუშეთი - ჟინვალის წყალსაცავიდან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოსა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს მაშველების მიერ, ორდღიანი სამაშველო ღონისძიებების შემდეგ ამოსვენებულია 1965 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი.
შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს მოხდა. სატვირთო ავტომანქანა წყალსაცავში გადავარდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მოკვლეულ იქნა ცხედრის ადგილმდებარეობა, თუმცა განსაკუთრებულად რთული პირობების გამო საჭირო გახდა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება.
ღონისძიებაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 მაშველი და 3 მყვინთავი.