ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 21:30 საათის მონაცემებით, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებიდან შემოსულია 389 შეტყობინება.
მათ შორის:
იმერეთიდან - 300
სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 75
გურიიდან - 14
იმერეთი - გამოძახებების უმრავლესობა (200) დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 130 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 150 შენობას ახადა სახურავი.
სამეგრელო-ზემო სვანეთი - ძლიერი ქარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი მოქალაქე, დაზიანდა 1 ავტომანქანა. ქარმა 32 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 40 ხე.
გურია - ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.
სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის 450 მეხანძრე-მაშველი.