შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ბათუმი - მეხანძრე-მაშველებმა 54 წლის მამაკაცი მდინარე ჭოროხიდან უვნებლად გამოიყვანეს

ბათუმი - მეხანძრე-მაშველებმა 54 წლის მამაკაცი მდინარე ჭოროხიდან უვნებლად გამოიყვანეს

მოქალაქე მდინარეში შეშის გამოსატანად მანქანით შევიდა, თუმცა წყლის ნაკადის მომატების გამო, გამოსვლა ვეღარ შეძლო.

მამაკაცი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მეხანძრე-მაშველებმა მდინარიდან გამოიყვანეს ავტომანქანაც.

ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო და საზღვაო ჯგუფები.