სამოქალაქო უსაფრთხოების ახალი კონცეფციის მიხედვით, საქართველო ვალდებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვა.
ღონისძიების ფარგლებში რეგიონული ხელმძღვანელები გაეცნობიან ახალ გამოწვევებსდა ამოცანებს, რომლის მიხედვითაც მოხდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ფუნქციონირება. სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ საგანგებო სიტუაციების დროს ეფექტური რეაგირება და სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა.
სწავლების ბოლოს დაგეგმილია სიმულაციური ვარჯიშები.
ტრენინგი ორგანიზაცია ‘’გადავარჩინოთ ბავშვების’’ მხარდაჭერით ტარდება.