შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


DTRA საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სამსახურის (ქბრბ) თანამშრომლებს უმაღლეს შეფასებას აძლევს

DTRA საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სამსახურის (ქბრბ) თანამშრომლებს უმაღლეს შეფასებას აძლევს

“DTRA საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სამსახურის (ქბრბ) თანამშრომლებს უმაღლეს შეფასებას აძლევს” - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს პოლკოვნიკმა რენდი ქოუთსმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს, თემურ მღებრიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

თემურ მღებრიშვილმა ამერიკულ მხარეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქბრბ უსაფრთხოების კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, 2019 წელს ქართული მხარე სპეციალურ აღჭურვილობას მიიღებს. ასევე, დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საველე და სამეთაურო სწავლების ჩატარება.

28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, DTRA-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ბაზაზე, ქბრბ ინცინდენტებზე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კუთხით სწავლება მიმდინარეობს.