შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ქბრბ ინციდენტზე რეაგირების სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ქბრბ ინციდენტზე რეაგირების სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა, ბათუმში, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებულ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე (ქბრბ) რეაგირების უწყებათაშორის პრაქტიკულ საველე სწავლებაში - NEXUS GEORGIA 2026 მიიღეს მონაწილეობა.

სწავლების ფარგლებში, ზღვაში გემზე განვითარებული ქიმიური ინციდენტის სცენარის შესაბამისად, მოხდა სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული რეაგირების ღონისძიებების დემონსტრირება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქბრბ დანაყოფი აქტიურად მონაწილეობდა ინციდენტის დროს შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული დეკონტამინაციის მოქმედებების განხორციელებაში.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმღვანელი პირები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი.

სწავლების მიზანს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე საფრთხეებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების მიმართულებით უწყებების შესაძლებლობების გაუმჯობესება, პრაქტიკული უნარების განვითარება და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება წარმოადგენდა.