შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჯგუფს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით, სწავლება ჩატარდა.
სწავლების მიზანს საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი გეგმის ტესტირება, მისი პრაქტიკული შესაძლებლობების შეფასება, არსებული ნაკლოვანებების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.