შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


კურორტ გომისმთაზე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა

კურორტ გომისმთაზე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა.

მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური სახანძრო-სამაშველი ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრიბ მოსახლეობასა და დამსვენებლებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხოლო დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.