შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათაო ოფისში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარეს.

სწავლება როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. სამსახურის წარმომადგენლებმა, დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდეს საგანგებო სიტუაციების ტიპების, მათი პრევენციის და საევაკუაციო პროცედურების შესახებ.

თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ, მოეწყო საგანგებო სიტუაციის სიმულაცია, რომლის ფარგლებშიც მეხანძრე-მაშველებმა წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით, ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს. პრაქტიკული სწავლება ხანძრის ქრობის, ასევე, ოფისის თანამშრომლებისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა.

ღონისძიებაში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები.