საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არგუჯ ქალანთარლი დელეგაციასთან ერთად ეწვია.
არგუჯ ქალანთარლის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თეიმურაზ მღებრიშვილმა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე უმასპინძლა, სადაც სიმულაციური საჩვენებელი ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ურბანულ ხანძარზე რეაგირების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, დაშავებულის ევაკუაციის, საცოც კედელზე სამთო და სხვადასხვა სახის სამაშველო მოქმედებები. ასევე, მოეწყო სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა.