შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გორში აღნიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გორში აღნიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქ გორში უმასპინძლა.
 
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი სივრცეები დაათვალიერეს.
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს წარმოდგენილი ჰქონდა სპეციალური აღჭურვილობა და ტექნიკა. ასევე, ბავშვებისთვის მოწყობილ საცოც კედელზე პატარა სტუმრებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს, რის შემდეგაც მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მათ, ასევე შესაძლებლობა მიეცათ, პირადად გაეცნოთ მაშველი ძაღლი.