შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გორში აღნიშნავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გორში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ერთიანი საზეიმო ღონისძიება გორის ცენტრალურ მოედანზე აქტიურად მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სტუმრებისთვის წარმოდგენილი აქვს სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობა. მოსული სტუმრები მეხანძრე-მაშველების ყოველდღიურ საქმიანობას, მუშაობის სპეციფიკასა და შესაძლებლობებს ახლოდან ეცნობიან. ბავშვებისთვის მოწყობილია საცოცი კედელი.