შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 3 ახალი სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე შეიძინა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 3 ახალი სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკას 3 ახალი “IVECO VOLKAN”-ის ფირმის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე შეემატა. ახალი ავტოკიბეები 55 მეტრის სიმაღლეზე იშლება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის ეფექტიანობას მაღალსართულიანი შენობების ხანძრის ქრობის სამუშაოების დროს.

ავტოკიბეს გააჩნია როგორც ავტომატური, ასევე, მექანიკური გაშლის რეჟიმი. მასზე დამონტაჟებულია სპეციალური ლიფტი, რომელიც მაღალსართულიანი შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის გამოიყენება. აღნიშნული სპეცტექნიკა სრულად მორგებულია სამსახურის საჭიროებებზე.

ახალი სახანძრო სპეცტექნიკა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა დაათვალიერა და მათ ფუნქციურ და ტექნიკურ მახასიათებლებს პირადად გაეცნო.