შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


კამპანია „პროფესია პოლიციელი“ გრძელდება

კამპანია „პროფესია პოლიციელი“ გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს კამპანიას „პროფესია პოლიციელი“, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისთვის საპოლიციო საქმიანობისა შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

კამპანიის ფარგლებში, ონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლეს.

ვიზიტის დროს მოზარდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამსახურის სტრუქტურის, ძირითადი საქმიანობის, სხვადასხვა ფუნქციური მიმართულებისა და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში, სამსახურის სტრატეგიული როლის შესახებ.

მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლეებს გააცნეს რეაგირების მექანიზმები სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე, მიაწოდეს პრაქტიკული ცოდნა უსაფრთხოების საკითხებში და ამომწურავად უპასუხეს მათ შეკითხვებს.

მოზარდებისთვის ადგილზე დამონტაჟდა საცოცი კედელი, ასევე, მოეწყო სპეციალური სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა.

ვიზიტის დასასრულს, მოსწავლეებს სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.