შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შინაგან საქმეთა სამინისტრო სკოლებში ახალ პროექტს - „პროფესია პოლიციელს“ იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სკოლებში ახალ პროექტს - „პროფესია პოლიციელს“ იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს – „პროფესია პოლიციელი“ წარმოადგენს ახალ კამპანიას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას შსს აკადემიაში წარუდგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება პოლიციის საქმიანობასა და პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გეკა გელაძის თქმით, ახალი კამპანია ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტის წარდგენის ღონისძიების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სტუმრებისთვის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, დრონები, აღჭურვილობა და საცოცი კედელი წარმოადგინა. სკოლის მოსწავლეებს ადგილზე ასევე მაშველი ძაღლი დახვდათ.