შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯუთაში, მოქალაქეს გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებიც, რომლებმაც პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი მოქალაქე თბილისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს.