შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები ესტუმრნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის 50-მდე მსმენელი ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები მეხანძრე-მაშველთა საქმიანობას დეტალურად გაეცნენ. აკადემიის მსმენელებისთვის, საჩვენებელი სიმულაციური მოქმედებები ჩატარდა, რომელიც ურბანულ ხანძრებზე რეაგირების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, დაშავებულის ევაკუაციისა და სხვადასხვა სახის სამაშველო სავარჯიშოებს მოიცავდა.

სტუმრებისთვის, ასევე, სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. ღონისძიება კინოლოგთა სამსახურის მიერ სამაშველო ოპერაციის დემონსტრირებით დასრულდა.