შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ფრანგმა ინსტრუქტორებმა სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების მიმართულებით ქართველი მეხანძრე-მაშველები გადაამზადეს

ფრანგმა ინსტრუქტორებმა სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების მიმართულებით ქართველი მეხანძრე-მაშველები გადაამზადეს

საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ფრანგმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების მიმართულებით გადაამზადეს.

სწავლება მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. სწავლების პრაქტიკულ ნაწილში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომლის მეშვეობითაც მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენიდან თოკით დაშვებისა და სხვა სამაშველო ოპერაციების დემონსტრირება მოახდინეს.

სწავლების დასკვნით ნაწილს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.