შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა საქართველოში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ზეინაფ ბაირაქთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარ მიზანს, მხარეებს შორის არსებული აქტივობების განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.

შეხვედრას ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეები, ნინო ბარქაია, ზურაბ პავლიაშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში საველე და სამეთაურო საშტაბო სწავლებების ორგანიზების, ინსტრუქტორთა გადამზადების, სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტთა გაცვლითი პროგრამების და ასევე, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.