შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ოთარ კუხალეიშვილი, ეროვნული გვარდიის უფროსმა - რომან ჯოხაძემ, ღირსეული თანამშრომლობისთვის მედლით დააჯილდოვა.
ღონისძიებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, ეროვნული გვარდიის უფროსი - რომან ჯოხაძე და ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე - ლევან გუგენიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, რომან ჯოხაძემ, სიმბოლური საჩუქარი გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს - თემურ მღებრიშვილს და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ეროვნული გვარდიას შორის სისტემატურად ტარდება უწყებათაშორისი სწავლებები, რომელიც, თანამშრომლობის გაძლიერებას, კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას, ასევე, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფების დროს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.