შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ქუთაისის სახანრო-სამაშველო განყოფილებას იაპონიის ელჩი ესტუმრა

ქუთაისის სახანრო-სამაშველო განყოფილებას იაპონიის ელჩი ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი-იშიძუკა ჰიდეკი ეწვია.

იშიძუკა ჰიდეკი, ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და ადგილზე დეტალურად გაეცნო სახანძრო-სამაშველო განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობას.

შეხვედრის ფარგლებში, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილებისთვის გადაცემული სპეციალური ტექნიკა-სახანძრო ავტოკიბე მოინახულა, რომელიც განყოფილებას, იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში გადაეცა.

მხარეებს შორის თანამშრომლობა წლებია ნაყოფიერად მიმდინარეობს. იაპონიის მთავრობის მნიშვნელოვანი დახმარებით სამსახურმა უკვე მიიღო სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებები, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები აქტიურად იყენებენ სახანძრო-სამაშველო ოპერაციების დროს.