საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაწეული სამსახურისათვის დაჯილდოვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს წლევანდელ საზღვაო სეზონზე შესრულებული სამსახურისთვის სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ლაშა თვაურმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა მაშველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სპეციალური ჯილდოები გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, შავი ზღვის სანაპირო ზოლის სრულ პერიმეტრზე პატრულირებენ და ევროპული სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ: დასვენებისას მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს.