შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კრიზისული კომუნიკაციის საკითხებზე გადამზადება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კრიზისული კომუნიკაციის საკითხებზე გადამზადება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით, კრიზისული კომუნიკაციის საკითხებზე გადამზადება გაიარეს.

სწავლება მიზნად ისახავდა კრიზისული კომუნიკაციების, ეფექტური კოორდინაციის, ასევე მედიასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერებას.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კრიზისული კომუნიკაციის საფუძვლები, კრიზისული კომუნიკაციის დაგეგმვა, რთული შეტყობინებების კომუნიკაცია, სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირება, კრიზისის ფსიქოლოგიური ასპექტები, კომუნიკაცია ადამიანების საჭიროებების გათვალისწინებით და სხვა.

ტრენინგი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.