შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სამთო-სამაშველო ოპერაციების შესახებ ტრენერთა ტრენინგი გაიარეს.

ხუთდღიანი სწავლების მიმდინარეობისას მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სამთო-სამაშველო ინსტრუქტორის როლი და პასუხისმგებლობები, სესიების მომზადება და დაგეგმვა, საფრთხეებისა და რისკების შეფასება, ზვავში დაზარალებულის გადარჩენა და სხვა.

ტრენერთა ტრენინგი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.