შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მეხანძრე-მაშველებმა ცვლის მეთაურის საბაზისო კურსი გაიარეს

მეხანძრე-მაშველებმა ცვლის მეთაურის საბაზისო კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში ცვლის მეთაურის საბაზისო კურსი დასრულდა. აღნიშნული სწავლების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე თანამშრომელი გადამზადდა.

მსმენელებმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პირველადი დახმარების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, ხანძრის ქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ახალი მეთოდები შეისწავლეს. პრაქტიკულ და თეორიულ წვრთნებში, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა იქნა გამოყენებული.

სწავლების მიზანს ტაქტიკური დონის მეთაურობის ცოდნის ამაღლება, ხანძრის ქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ახალი მეთოდების შესწავლა წარმოადგენდა.

კურსის მონაწილეებს, შესაბამისი სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ზურაბ პავლიაშვილმა გადასცა.