ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეტის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ექსპედიციის დროს დაკარგული მოქალაქე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
სამძებრო სამუშაოებში სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფთან ერთად ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.