შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პოლონეთში სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პოლონეთში სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პოლონეთში, სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ. აღნიშნული სწავლების მიზანს მონაწილეებისთვის სამთო-სამაშველო საკითხებზე ინფორმაციის გაცნობა და პრაქტიკული წვრთნების ჩატარება წარმოადგენდა. სწავლებაში მონაწილეობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა მიიღეს.

პროექტი პოლონური ორგანიზაცია "ICAD"-ის ორგანიზებით და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლონური განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. სწავლების მიზანს საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.