შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მეხანძრე-მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები უვნებლად გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები უვნებლად გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს. მოსული უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 8 ადამიანი.

მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების, უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა.