შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებმა ტყისა და ურბანული ხანძარსაწინააღმდეგო რეაგირების საკითხებზე ტრენერთა ტრენინგი გაიარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებმა ტყისა და ურბანული ხანძარსაწინააღმდეგო რეაგირების საკითხებზე ტრენერთა ტრენინგი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებმა ტყისა და ურბანული ხანძარსაწინააღმდეგო რეაგირების საკითხებზე ტრენერთა ტრენინგი გაიარეს. სწავლება საერთაშორისო ექსპერტების მიერ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში განხორციელდა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საფრთხეებისა და რისკების შეფასება, უსაფრთხოების სტანდარტები და საგანგებო სიტუაციების პროტოკოლი, სამაშველო სამუშაოები ტყისა და ურბანული ხანძრის ჩაქრობის პირობებში, მეხანძრე-მაშველი ინსტრუქტორის როლი და სხვა საკითხები.

ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში.

პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.