შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

თემურ მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წამყვან როლს ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ასევე, ისაუბრა ქბრბ საფრთხეების გამოვლენისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ.

საკოორდინაციო საბჭოს ასევე სიტყვით მიმართა საბჭოს წევრი ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყების მაღალი დონის წარმომადგენელმა. ღონისძიების გახსნით ნაწილში, ასევე მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილემ და UNICRI-ის რეგიონალურმა კოორდინატორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხდომას ასევე ესწრებოდნენ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პასუხისმგებელი დანაყოფების, კერძოდ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ცენტრალური-კრიმინალური პოლიციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სხდომის ფარგლებში, განხილულ იქნა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელებული აქტივობები, არსებული გამოწვევები და მიღწეული პროგრესი. აღნიშნულ ნაწილში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების მიმართულებით უწყების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე მოხსენება გააკეთა. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.