შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლებში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლებში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ მოზარდთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის, ჭიათურის, ქუთაისისა და ახალციხის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 10-მდე სკოლაში, ასევე, რუსთავის საჯარო სკოლაში თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაატარეს.

სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სკოლის პედაგოგებს საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესები დეტალურად გააცნეს. მეხანძრე-მაშველებმა კი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, შენობიდან ევაკუაციის სწავლება განახორციელეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლებთან და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, აღნიშნული ტიპის სწავლებებს სისტემატურად ატარებს.