შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, პოლონეთის სახანძრო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სწავლების დასკვნითი ეტაპი გაიმართა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, პოლონეთის სახანძრო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სწავლების დასკვნითი ეტაპი გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებისთვის, პოლონეთის სახანძრო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სწავლების დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

სწავლება, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სიმულაციური სცენარის მიხედვით, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ინსტრუქტორებმა საგზაო სატრანსპორტო საშუალებების ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ტრენინგი გაიარეს. გარდა ამისა, პოლონური მხარის მიერ მომზადებულმა ქართველმა ინსტრუქტორებმა ჩაატარეს სემინარი თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები საავტომობილო ტრანსპორტში და გამოწვევები საავარიო - სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს“.

აღნიშნული სწავლების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის სახანძრო უნივერსიტეტის მხრიდან სპეციალიზებული სახანძრო-სამაშველო ფუნქციების მქონე ავტომანქანა გადმოეცა.

სწავლების დასკვნით ეტაპს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა სწავლების მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს