შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) უფროსს - ეროლ მუნირს, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილეს - რაიან ლეისის და ორმხრივი ურთიერთობის ოფიცერს - ალეკ ჰარისონს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს მხარეებს შორის, სამომავლოდ, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. მხარეებმა, 2023 წელს, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2019-2023 წლებში, განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური შესაძლებლობებით გაძლიერება, მეხანძრე-მაშველთა შესაძლებლობების გაუმჯობესება, როგორც სწავლებებით და ტრენინგებით, ასევე სპეციალური აღჭურვილობით.