შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დასავლეთ საქართველოს მყვინთავთა განყოფილების თანამშრომლებმა მყვინთავთა კურსი გაიარეს.
სწავლება, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 16 მყვინთავი გადამზადდა.
ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სწავლების პრაქტიკული ნაწილი მდინარეში, ტბაში და ზღვაში მიმდინარეობდა.
მყვინთავთა სწავლებაში გამოყენებული იყო წყალქვეშა დრონი და წყლის ფსკერის მონიტორინგის სპეციალური აპარატი ექოლოტი, ასევე მყვინთავთა მიერ გამოყენებული იყო სპირალის და ფარგლისებური ძებნის მეთოდიკა.