შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სასტუმრო „ჰილტონში“ სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება ჩატარდა

სასტუმრო „ჰილტონში“ სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება ჩატარდა


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება ჩაატარეს.

ღონისძიება საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის, სასტუმროს პერსონალისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეციალური ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით, ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოხდა.

სწავლება სასტუმრო „ჰილტონის“ დაკვეთით ჩატარდა და მის მიზანს საგანგებო სიტუაციების დროს სასტუმროს სტუმრებისა და პერსონალისთვის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

ღონისძიებაში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების, ასევე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები.