შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი საერთაშორისო სწავლებას დაესწრო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი საერთაშორისო სწავლებას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ხელმძღვანელ პირებთან ერთად სომხეთის რესპუბლიკაში,  საერთაშორისო სრულმასშტაბიან სწავლებას დაესწრო.
 
მიწისძვრის სცენარზე შემუშავებულ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა და მაშველმა ძაღლმა ტინტომ.  სწავლებაში, ასევე ჩართულნი იყვნენ საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სახანძრო-სამაშველო სამსახურები. 
 
საერთაშორისო სწავლება ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის (EU UCPM) საგრანტო პროგრამის HOPE-ის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი, მონაწილე ქვეყნების სამოქალაქო უსაფრთხოების მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო.