შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის თანამშრომლებმა სპეციალური გადამზადება გაიარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის თანამშრომლებმა სპეციალური გადამზადება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორებმა, სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს.

სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ძირითადი ხანძარსაწინააღმდეგო ტაქტიკა; ძირითადი ტექნიკური გადარჩენა; გადაწყვეტილების მიღების ტექნიკა და ეფექტური კომუნიკაცია; პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება - ემოციური/სუიციდური ზარების გამკლავება; საუბრის ტექნიკები და მხარდაჭერა; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ინციდენტის იდენტიფიკაცია და ტაქტიკა.

აღნიშნული სწავლება განხორციელდა გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” - ფარგლებში.

პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.