შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ლიეტუვას სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტისდელეგაცია ეწვია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ლიეტუვას სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტისდელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ლიეტუვას სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტი საქართველო-ლიეტუვას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით განხორციელდა. სტუმრები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეებსა და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის სტრუქტურის, რეფორმებისა და სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებაზე ისაუბრეს. სტუმრები სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საქმიანობის სფეროში ცოდნის გაზიარებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე საუბარი, ასევე მეხანძრე-მაშველების პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებსაც შეეხო.

ლიეტუვას სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზა და სასწავლო ცენტრი მოინახულეს. სტუმრებმა მეხანძრე-მაშველების სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობაც დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას დელეგაციის წევრები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ესტუმრნენ და ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და 112-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.