შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


აშშ-ის ჯორჯიის შტატის სამაშველო სამსახურის ინსტრუქტორებმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო კურსი ჩაუტარეს

აშშ-ის ჯორჯიის შტატის სამაშველო სამსახურის ინსტრუქტორებმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო კურსი ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) პარტნიორობით, აშშ-ის ჯორჯიის შტატის სამაშველო სამსახურის ინსტრუქტორებმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო კურსი ჩაუტარეს.

სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ წვრთნებს. კურსის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებმა თოკზე მუშაობის, სიმაღლიდან დაშვების, დაზარალებულის უძრავად შეკვრისა და სხვა სამთო-სამაშველო სავარჯიშოები გაიარეს. სწავლების დასრულების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ამერიკული მხარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის 34 000 აშშ დოლარის ღირებულების სამთო აღჭურვილობას შეისყიდის.