შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში, მეხანძრე-მაშველებმა, ცვლის მეთაურის საბაზისო კურსი გაიარეს.
განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ზურაბ პავლიაშვილმა მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
მსმენელებმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პირველადი დახმარების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, ხანძრის ქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ახალი მეთოდები შეისწავლეს. პრაქტიკულ და თეორიულ წვრთნებში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა იქნა გამოყენებული.
სწავლების მიზანს ტაქტიკური დონის მეთაურობის ცოდნის ამაღლება, ხანძრის ქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ახალი მეთოდების შესწავლა წარმოადგენდა.
აღნიშნული სწავლების ფარგლებში სულ გადამზადდება 600-მდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი.