შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგები სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებს ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდათ

საგანგები სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებს ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით, ინციდენტების მართვის სისტემის (ICS) და სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOPs) შესახებ, ტრენერთა ტრენინგის ორი კურსი ჩატარდა.

აღნიშნულ სწავლებას უძღვებოდნენ ბრიტანული კომპანიის, Resilience Advisors Network (RAN)  საერთაშორისო ექსპერტები. სწავლების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორები, სატრენინგო უნარების გასაუმჯობესებლად,  სხვადასხვა სასწავლო ფორმატს, მეთოდოლოგიასა და ტექნიკას გაეცნენ.

სასწავლო კურსის მთავარ მიზანს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება და საგანგებო სიტუაციებზე კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების გაზრდა წარმოადგენდა. 

ტრენერთა ტრენინგი  განხორციელდა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS)  ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” ფარგლებში.  

აღნიშნული პროექტი  „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ ინიციატივის ნაწილია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.