შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით უწყებათშორისი შეხვედრა გაიმართა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით უწყებათშორისი შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტყის ხანძრების პრევენციის საკითხებზე უწყებათშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი,  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, კახა ცერცვაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, დავით ალადაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ვასილ გედევანიშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით გაზრდილ საფრთხეებს, პრევენციულ ზომებსა და უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.

ასევე, ყურადღება საგანგებო ვითარების დროს უწყებებს შორის კოორდინირებულ მოქმედებებსა და სწრაფი რეაგირების საკითხებზე გამახვილდა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ტყის ხანძრების მიმართულებით არსებული რისკები შეაფასეს და სამომავლო პრევენციული ღონისძიებები დაგეგმეს.