შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ესტუმრა.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვის საკითხებზე საქართველოს გამოცდილების გაზიარება, კერძოდ, კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის მიდგომის დანერგვა, კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენების გზით რისკის შემცირებისა და პრევენციის ხელშეწყობა.
დელეგაციის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურას და საქმიანობის სპეციფიკას.
უზბეკეთის პროექტის - „ადრეული გაფრთხილების სისტემების გაფართოვება უზბეკეთში“ - წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით.