შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ცვლის მეთაურის საბაზისო კურსის მორიგი გამოშვება

ცვლის მეთაურის საბაზისო კურსის მორიგი გამოშვება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში ცვლის მეთაურის მორიგი საბაზისო კურსი დასრულდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ პავლიაშვილმა, კურსის წარმატებით დასრულებისთვის მსმენელებს მადლობა გადაუხადა და შესაბამისი სერტიფიკატები პირადად გადასცა.

7 კვირის განმავლობაში ოცმა მეხანძრე-მაშველმა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გაიარა. სწავლების მიზანი, ტაქტიკური დონის მეთაურების ცოდნის ამაღლება, ხანძრის ქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ახალი მეთოდების შესწავლა იყო.