შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის, ოპერატიული რეაგირების და მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელთა სამაშველო მომზადების პროგრამა მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 35 თანამშრომელს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს უტარებენ. მსმენელები მომზადებას პირველადი სამედიცინო დახმარების, სიმაღლიდან თოკით დაშვების, წყალზე სამაშველო სამუშაოების ძირითად და შენობა-ნაგებობების კონსტრუქციის გახსნის საბაზისო მეთოდებში გადიან.