შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის წარმომადგენლები 13 ივნისს გმირულად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში იმყოფებოდნენ.
მეხანძრე-მაშველებმა კოლეგა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ზურაბ მუზაშვილის სახელობის მემორიალი და საფლავი გვირგვინით შეამკეს.მეხანძრე-მაშველები
მუზაშვილის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, მისი გარდაცვალების დღეს, აღაიანში ყოველ წელს ჩადიან.