12-16 ივნისს საქართველოში, ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროგრამის ეგიდით, დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საველე სწავლება. სწავლება წარიმართება ტყის ხანძრების თემაზე წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით და მისი მიზანია ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს შესაბამისი უწყებების კოორდინაცია და კომუნიკაცია. სწავლებაში მონაწილეობას მიღებენ სახანძრო-სამაშველო დანაყოფები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვიდან - სპეციალური სახანძრო ავტო ტექნიკით და საავიაციო საშუალებით;
მედია-საშუალებებისთვის საჩვენებელი სწავლება გაიმართება 15 ივნისს, 14:00 საათზე. დეტალებისთვის მიმართეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს.