შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მრავალეროვნულ სწავლებას EU MODEX 2023 უმასპინძლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მრავალეროვნულ სწავლებას EU MODEX 2023 უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით და ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის ფარგლებში, საქართველოში მრავალეროვნული სწავლება EU MODEX 2023 ჩატარდა.
სწავლების მიზანს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა.

სცენარის მიხედვით, ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტებმა, რომლებიც რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილები, საგანგებო სიტუაციების დროს სახელმწიფო უწყებათაშორის კოორდინაცია და ტყის ხანძრების კუთხით, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ეფექტურობა შეაფასეს.

ქვეყანაში არსებული სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების შესაძლებლობების შეფასების შემდეგ, ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტები სარეკომენდაციო სახელმძღვანელოს შეიმუშავებენ, რომელიც ქართულ მხარეს გადმოეცემა.

სწავლებაში მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მიიღო.