შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა პოლონური საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპის სწავლება ბორჯომის რაიონში, მდინარე მტკვარზე გაიარეს.
7 დღის განმავლობაში პოლონელმა ინსტრუქტორებმა ქართველი მეხანძრე-მაშველები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სხვადასხვა ტიპის სამაშველო ოპერაციის განხორციელების და წყლიდან ადამიანის გამოყვანის საკითხებში გადაამზადეს. პოლონურმა მხარემ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს წყლის სპეციალური სამაშველო აღჭურვილობაც გადასცა.
პოლონური საგრანტო პროგრამის გადამზადების ფარგლებში, ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო თეორიული და პრაქტიკული წვრთნები, მანამდე ყაზბეგისა და სვანეთის რეგიონშიც ჩაუტარეს.
სასწავლო კურსი ორგანიზაცია „ICAD”-ის მიერ განხორციელდა. პროექტი სამწლიანია და მიზნად, საქართველოს მთიან რეგიონებში სამაშველო ოპერაციების წარმოების განვითარებას ისახავს.