შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოში სწავლება ჩატარდა

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოში სწავლება ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს გერმანიის ქალაქ ბიბერახის კულტურის სამსახურის უფროსი და სახანძრო-სამაშველო ძალების ორი ინსტრუქტორი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანელმა ინსტრუქტორებმა 3 დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების დაცვის წესებისა და ჰიდრავლიკური ხელსაწყოებით ტექნიკური დახმარების სწავლება თელავის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ახმეტის და საგარეჯოს განყოფილების მეხანძრე-მაშველებს  ჩაუტარეს.

ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა სტუმრებმა საგანგებო სიტუაციების კახეთის მთავარი სამმართველოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სახანძრო-სამაშველო სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალებს ადგილზე გაეცნენ.